ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას - სახელმწიფო დეპარტამენტი


შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა, კიდევ ერთხელ ისაუბრა "ქართული ოცნების“ მიერ, საქართველოს პარლამენტში წარდგენილ, "უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტზე“. 6 მაისს, ვაშინგტონში გამართულ პრესბრიფინგზე მილერმა თქვა, რომ მისი კანონად ქცევა, ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას.

"ჩვენ გვჯერა, რომ კანონი, რომელსაც ისინი განიხილავენ, საქართველოს სახიფათო კურსზე გადაიყვანს, ევროატლანტიკურ გზას საფრთხეს შეუქმნის და ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას ძირს გამოუთხრის. ჩვენ ამის ახსნას გავაგრძელებთ, ისინი კი გადაწყვეტილებას თავად მიიღებენ“, - განაცხადა მილერმა დეპარტამენტში ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის პასუხად.

კიდევ ერთ კითხვაზე პასუხად, განიხილავს თუ არა, შეერთებული შტატები, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიაშვილისა და „ქართული ოცნების“ დეპუტატების სანქცირებას, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა თქვა, - „არ ვაპირებ რაიმე განცხადება გავაკეთო სანქციებზე, იმაზე თუ რას ვაპირებთ, ან რის გაკეთებას განვიხილავთ. ასეთი რამ პრაქტიკაში არ გვაქვს“.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG